სიახლეებზე დაბრუნება
Criminal Law

პირადი ცხოვრების საიდუმლო და კიბერდანაშაული: რა უნდა ვიცოდეთ ამ დანაშაულის შესახებ?

თებერვალი 2026
6 წთ კითხვა
პირადი ცხოვრების საიდუმლო და კიბერდანაშაული: რა უნდა ვიცოდეთ ამ დანაშაულის შესახებ?

ციფრულ ეპოქაში პირადი ცხოვრების ხელყოფა, შანტაჟი და კიბერბულინგი სერიოზულ სამართლებრივი გამოწვევად იქცა. ჩვენი იურიდიული გუნდი მზადაა დაიცვას თქვენი ინტერესები, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მხარეს წარმოადგენთ პროცესში.

ძირითადი აქცენტები

  • პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია: საჯარო პირებსა და მეუღლეებსაც აქვთ დაცული პირადი სივრცე.
  • თანხმობა კონკრეტულია: ფოტოს მიღება არ ნიშნავს მისი გავრცელების უფლებას.
  • ანონიმურობა მითია: ფეიქ ექაუნთების იდენტიფიცირება სასამართლო განჩინებით შესაძლებელია.
  • დუმილი გამოსავალი არ არის: შანტაჟი იშვიათად წყდება სამართლებრივი ჩარევის გარეშე.

ჩვენი მიდგომა

დაზარალებულებისთვის

ჩვენ ვიბრძვით თქვენი ღირსებისა და პირადი სივრცის დასაცავად. უზრუნველვყოფთ, რომ დამნაშავე იყოს იდენტიფიცირებული (თუნდაც "ფეიქ ექაუნთის" შემთხვევაში) და მიეცეს პასუხისგებაში, ხოლო გავრცელებული მასალა იყოს დაბლოკილი.

ბრალდებულებისთვის

კიბერდანაშაულის საქმეები ხშირად ტექნიკურად რთულია და მოითხოვს მტკიცებულებების (ციფრული კვალის, მიმოწერების, მოწყობილობების) დეტალურ ანალიზს. ჩვენ ვიცავთ თქვენს უფლებებს, რათა არ მოხდეს თქვენი უკანონო მსჯავრდება არასაკმარისი ან არასწორად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე.

გავრცელებული მითები vs სამართლებრივი რეალობა

1. მითი: „საჯარო პირების ან მეუღლეების ინტიმური ფოტო არ არის საიდუმლო"

მითი: „საჯარო პირების ან მეუღლეების ინტიმური ფოტო არ რეგულირდება კანონით."

რეალობა: ნებისმიერი ადამიანის სქესობრივი ცხოვრება და სხეულის ინტიმური ნაწილების ვიზუალური მხარე წარმოადგენს პირადი ცხოვრების საიდუმლოს. არ აქვს მნიშვნელობა, ხართ თუ არა ქორწინებაში, ან რამდენად საჯაროა თქვენი ურთიერთობა — ამ კადრების გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია.

2. მითი: „თუ ფოტო ნებაყოფლობით გამომიგზავნა, შემიძლია სხვასაც ვაჩვენო"

მითი: „რახან ფოტო თვითონ გამომიგზავნა, სხვასაც შემიძლია ვაჩვენო."

რეალობა: ეს სახიფათო შეცდომაა. ფოტოს კონკრეტული პირისთვის გაგზავნა არ ნიშნავს გასაჯაროების უფლებას. სხვისი ინტიმური მასალის ნებისმიერი ფორმით გავრცელება (სოც. ქსელში ატვირთვა ან მეგობრისთვის გადაგზავნა) დაზარალებულის თანხმობის გარეშე, ისჯება კანონით.

3. მითი: „ჩივილის შემთხვევაში ჩემს კადრებს ყველა ნახავს"

მითი: „პოლიციაში თუ მივალ, მთელი ქვეყანა გაიგებს."

რეალობა: კანონი მკაცრად იცავს მსხვერპლს. როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის ეტაპზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ მასალებზე წვდომა შეზღუდულია. პროცესები დახურულია და კონფიდენციალურობა — გარანტირებული.

4. მითი: „ფეიქ ექაუნთით (Fake Account) ჩადენილი დანაშაული ვერ გაიხსნება"

მითი: „ფეიქ ექაუნთს ვერავინ იპოვის."

რეალობა: ანონიმურობა ინტერნეტში პირობითია. სასამართლო განჩინების საფუძველზე, შესაძლებელია სოციალური ქსელების სათავო ოფისებიდან მომხმარებლის იდენტიფიცირება:
  • IP მისამართები
  • მოწყობილობის ლოკაცია
  • რეგისტრაციის მონაცემები
ეს დამნაშავის პოვნის გარანტიაა.

5. მითი: „თუ მოთხოვნას შევასრულებ, შანტაჟი შეწყდება"

მითი: „ფულს თუ გადავიხდი, თავს დამანებებენ."

რეალობა: დამნაშავე იშვიათად კმაყოფილდება. პირველი მოთხოვნის შესრულებას ხშირად მოსდევს მეორე და მესამე. ეს პროცესი შესაძლოა გადაიზარდოს გამოძალვაში ან სქესობრივი კავშირის იძულებაში. ერთადერთი გამოსავალი დროული სამართლებრივი რეაგირებაა.
გააზიარეთ სტატია
დარეკვა