ავტოსაგზაო შემთხვევა წამიერი მოვლენაა, რომელსაც ადამიანების ცხოვრების რადიკალურად შეცვლა შეუძლია. სატრანსპორტო დანაშაულების გამოძიება მოითხოვს არა მხოლოდ იურიდიულ ცოდნას, არამედ ტექნიკურ დეტალებში ჩაღრმავებას.
ჩვენი იურიდიული კომპანია გთავაზობთ სრულყოფილ დაცვას პროცესის ორივე მხარეს:
მძღოლებისთვის (ბრალდებულებისთვის): ჩვენი პრიორიტეტია დავამტკიცოთ რეალური მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ხშირად მძღოლი ისჯება მხოლოდ ემოციური ფონის ან ზედაპირული გამოძიების გამო. ჩვენი მიზანია, ჩავატაროთ ალტერნატიული ექსპერტიზა და არ დავუშვათ თქვენი პასუხისმგებლობა, თუ ავარიის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელი იყო.
დაზარალებულებისთვის: ჩვენ ვიცავთ ავარიის შედეგად დაშავებულებს და გარდაცვლილთა ოჯახებს. ჩვენი მიზანია, არ მივცეთ დამნაშავეს პასუხისმგებლობისგან თავის არიდების საშუალება და უზრუნველვყოთ სრული კომპენსაციის მიღება მიყენებული ზიანისთვის.

მითი vs რეალობა
1. მითი: „ნასვამი ან მართვის მოწმობის არმქონე მძღოლი ავარიაში ყოველთვის დამნაშავეა"
მითი: „ნასვამი იყო, ე.ი. დამნაშავეა."
რეალობა: ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. ალკოჰოლური თრობა ან მართვის მოწმობის არქონა არის ადმინისტრაციული დარღვევა, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ავარია მძღოლის ბრალეულობით მოხდა.
მაგალითად: თუ ნასვამ მძღოლს სხვა დაეჯახა წესების დარღვევით ან ნასვამი მძღოლი თავიდან ვერ აირიდებდა მოსალოდნელ ავტოსაგზაო შემთხვევას ..........
2. მითი: „თუ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა, მძღოლი აუცილებლად ციხეში ჩაჯდება"
მითი: „ადამიანი მოკვდა, ციხე გარდაუვალია."
რეალობა: ტრაგიკული შედეგი ავტომატურად არ ნიშნავს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. მძღოლი ისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მან დაარღვია მოძრაობის წესი და სწორედ ამ დარღვევამ გამოიწვია სიკვდილი.
თუ ექსპერტიზა დაადგენს, რომ მძღოლი მართალი იყო სატრანსპორტო სიტუაციაში (მაგალითად, ვერ აირიდებდა შეჯახებას), მას არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, მიუხედავად მძიმე შედეგისა. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა მძღოლის ბრალეულობა, მასთან შესაძლებელია გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება ალტერნატიულ სასჯელებზე და არ მოუწიოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსება.
3. მითი: „ექსპერტიზის დასკვნა საბოლოო განაჩენია"
მითი: „ექსპერტმა დაწერა და ვეღარაფერს ვიზამთ."
რეალობა: ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტიზა არ არის ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია. ხშირია შემთხვევები, როდესაც პირველადი დასკვნა არასრული ან მცდარია.
ადვოკატს უფლება აქვს, გამოძიების ეტაპზევე დანიშნოს ალტერნატიული დამოუკიდებელი ექსპერტიზა. კვალიფიციურ ექსპერტებს შეუძლიათ თავიდან აღადგინონ ავარიის სქემა, რაც ხშირად სრულად აბათილებს ბრალდებას და ამტკიცებს მძღოლის სიმართლეს.
მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა?
ნუ დაკარგავთ დროს, მტკიცებულებები სწრაფად ქრება. დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ.


