გუნდში დაბრუნება
ალექსანდრე ჩხეიძე

პარტნიორი

ალექსანდრე ჩხეიძე

სისხლის სამართლის დაცვა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ანტიკორუფციული

პროფესიული ბიოგრაფია

ალექსანდრე ჩხეიძემ საქართველოს პროკურატურაში მუშაობა 2015 წელს სტაჟირების პროგრამის ფარგლებში დაიწყო. 2015 წლის თებერვლიდან - 2026 წლის 01 მარტამდე, საქართველოს პროკურატურაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას: გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის, ქალაქ თბილისის პროკურატურის პროკურორის, გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის პროკურორის, გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის თანამდებობებს. იგი საპროცესო ხელმძღვანელობას უწევდა როგორც კრიმინალური პოლიციის და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის გამომძიებლების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებს. ასევე, მხარს უჭერდა ბრალდებას სასამართლო პროცესებზე. ალექსანდრე ჩხეიძე არაერთი გახმაურებული და მედიის მიერ აქტიურად გაშუქებული საქმის პროკურორი იყო, რომლებიც წარმატებით დაასრულა. იგი სპეციალიზებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში და ამავდროულად მიღებული აქვს სპეციალური ჯილდო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს არაერთი მადლობის სიგელი და მრავალჯერაა წახალისებული მის მიერ წარმატებით შესრულებული სამუშაოსთვის. 2019 წელს, ალექსანდრე ჩხეიძემ 3 კვირიანი პრაქტიკული გამოცდილება მიიღო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ბოხუმის პროკურატურაში, სადაც აქტიურად ეცნობოდა სისხლის სამართლის საქმეებს და ესწრებოდა სასამართლო პროცესებს. 2023 წელს, ალექსანდრე ჩხეიძემ 3 კვირიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც საქმიანი შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა პოლიციის დეპარტამენტში, პროკურატურაში, სასამართლოში, ფედერალური გამოძიების ბიუროში და გენერალური ინსპექტორის ოფისში.

განათლება

  • თბილისის #21 საშუალო სკოლა
  • რუდოლფ შტაინერის სახ. ბოხუმის სკოლა (გერმანია)
  • თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის მაგისტრი.

სამუშაო გამოცდილება

  • საქართველოს პროკურატურაში მუშაობის 10+ წლიანი გამოცდილება.

ენები

ქართულიგერმანულიინგლისურირუსული

გალერეა

ალექსანდრე ჩხეიძე gallery image 1
ალექსანდრე ჩხეიძე gallery image 2
ალექსანდრე ჩხეიძე gallery image 3
ალექსანდრე ჩხეიძე gallery image 4
ალექსანდრე ჩხეიძე gallery image 5
ალექსანდრე ჩხეიძე gallery image 6
დარეკვა